ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ერების ხეივანში ნერგი დარგო

    ისრელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის ერების ხეივანს ეწვია, სადაც სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მონაწილეობდა. ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელი-საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და ერებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ სურვილი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის ერების ხეივანში ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის უკვე მეორე ხის ნერგი – შარშან, ივნისში, ერების ხეივანში სიმბოლური ხე  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დარგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები