ბათუმში მაშველებმა დელტაპლანის ჩამოვარდნის გამო, ზღვიდან ორი ტურისტი გამოიყვანეს

ბათუმში მაშველებმა დელტაპლანის ჩამოვარდნის გამო, ზღვიდან ორი ტურისტი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა დღეს იახტკლუბის მიმდებარედ, ფარვატორის ტერიტორიაზე მოხდა. ჩამოვარდა დელტაპლანი, რომელზეც იმყოფებოდა დელტაპლანის წამყვანი, 70 წლის უკრაინის მოქალაქე და ტურისტი – 31 წლის ყატარის მოქალაქე. საზღვაო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა აღნიშნული პირები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები