პროკურორი: რამაზ მარგოშვილმა ჩატაევთან კავშირი აღიარა

მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილი საკუთარი ჩვენებით ბრალდებას არ აღიარებს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ მას მაინც მოუწია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, – ამის შესახებ პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა.
პროკურორის თქმით, რამაზ მარგოშვილმა დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ახმედ ჩატაევს, ასევე დაადასტურა, რომ სირიაში იმყოფებოდა ახმედ ჩატაევთან, საიდანაც დაბრუნდა კონკრეტული დავალებებით, რომელიც მისცა ჩატაევმა, ეხმარებოდა მას პირადი ვალების ამოღებაში და ა.შ.
ნანა ხუნჯუას განმარტებით, ბრალდებული ჩატაევს 2012 წლიდან იცნობდა, 2015 წელს კი მარგოშვილი ჩატაევთან სირიაშიც ჩავიდა, სადაც საქართველოში გარკვეული დავალებით დაბრუნდა.
„რამაზ მარგოშვილმა დაარღვია დუმილი და მისცა სასამართლოს ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილი საკუთარი ჩვენებით ბრალდებას არ აღიარებს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ მას მაინც მოუწია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ახმედ ჩატაევს, ასევე დაადასტურა, რომ სირიაში იმყოფებოდა ახმედ ჩატაევთან, საიდანაც დაბრუნდა კონკრეტული დავალებებით, რომელიც მისცა ჩატაევმა, ეხმარებოდა მას პირადი ვალების ამოღებაში და ა.შ.“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული ასევე შეეცადა ბრალდების ერთ-ერთი მოწმის დისკრედიტაციას.
„შავლახ ქავთარაშვილთან დაკავშირებით რამაზ მარგოშვილმა სცადა აღნიშნული პირის დისკრედიტაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწმემ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება მისცა სასამართლოს. მარგოშვილმა კონკრეტული არგუმენტების და დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ ქავთარაშვილი გეგმავდა კონკრეტული დანაშაულების ჩადენას. მან ასევე დაადასტურა ნაცნობობა ბრალდებულ შოაიფ ბორზიევთან და სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებთან, ასლანბეგ სოლტ ახმედოვთან და იბრაჰიმ ადაშევთან და ეს ხალხი მასთან სტუმრად იმყოფებოდა პანკისში რამდენიმეჯერ“, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.
გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები