არასრულწლოვანს, რომელიც თბილისში დაჭრეს, სასწრაფო ოპერაცია უტარდება

თბილისში, საბურთალოზე 17 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “რეგიონულ ჰოსპიტალში” გადაიყვანა. ახალგაზრდას ამ დროისთვის გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები