ნათია მეზვრიშვილი: ზვიად დევდარიანის საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე კიდევ რამდენიმე პირია გამოსაკითხი

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე “სიდას” დირექტორის, ზვიად დევდარიანის, საქმეს გამოეხმაურა, რომელიც ქალთა მოძრაობამ სექსუალური შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა.
როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით აღნიშნულ საქმეზე 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, თუმცა შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე კიდევ რამდენიმე პირია გამოსაკითხი.
“გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროვების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ. გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება”,-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” დირექტორი, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ სექსუალური შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები