ოჯახში ძალადობაზე სასჯელი მკაცრდება – პირს, რომელიც შემაკავებელი ორდერის პირობებს დაარღვევს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება (ვიდეო)

„მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, კანონპროექტში შესაბამისი ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობებს დაარღვევს, პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.
მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონის თანახმად, პირს აღნიშნული დარღვევისთვის, მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, კანონპროექტში აღნიშნული ცვლილება უკვე პარლამენტშია განსახილველად.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება.
კანონპროექტის მიხედვით:
� მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;
� გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;
� მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;
� შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად:
• გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის, გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი;
• დასრულდა მუშაობა ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რაც ძალადობის ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას იძლევა;
• გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის შემთხვევათა რაოდენობა;
• შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამჟამად პარლამენტში განიხილება;
• გადაიდგა ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად;
• დაიწყო ოჯახში ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები