არასრულწლოვნებმა გლდანში “ბეკოს” მაღაზია გაქურდეს (ვიდეო)

თბილისში, გლდანში მდებარე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია “ბეკო” ბოლო ერთი თვის განმავლობაში არასრულწლოვნებმა მეორედ გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას 6:00 საათზე მოხდა. როგორც „კვირას“ მაღაზიათა ქსელ „ბეკოს“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ხატია ტყებუჩავამ განუცხადა, წაღებულია 30-მდე მობილური ტელეფონი, დაახლოებით 30 000 ლარის ღირებულების.
“გლდანის ფილიალი ერთი თვის განმავლობაში მეორედ გაქურდეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას 6:00 საათზე მოხდა. წაღებულია 30-მდე მობილური ტელეფონი, სადღაც 30 000 ლარის ღირებულების. სამეთვალყურეო კამერებშიც ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ერთი და იგივე დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, ესენი არიან არასრულწლოვნები. რაც დრო გადის უფრო ხვეწავენ დანაშაულის ჩადენის ფორმას და ამჟამად 15 წამი დასჭირდათ 30 მობილურის მოსაპარად”,-განაცხადა „ბეკოს“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ხატია ტყებუჩავამ.
როგორც “კვირას” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები