„ჩერნოვეცკის ფონდმა“ მცხეთაში სადილის დარიგების ორი ახალი პუნქტი გახსნა

„ჩერნოვეცკის ფონდის“ „სოციალურმა პატრულმა“ ქალაქ მცხეთაში სადილის დარიგების 2 ახალი პუნქტი გახსნა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო სადილის ულუფა ყოველდღიურად შემდეგ მისამართებზე გაიცემა: სამხედრო ქუჩა # 11 და აღმაშენებლის ქუჩა #168 (მიმდებარე ტერიტორიები).
„სოციალური პატრულის“ სერვისით ყოველდღე 4500-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს თბილისისა და რუსთავის მასშტაბით. საერთო ჯამში გახსნილია სადილის დარიგების 65 პუნქტი.
„ივლისში ამ პროექტს 1 წელი შეუსრულდა და მოხარული ვართ, რომ ჩვენ გავამართლეთ მოლოდინი. რა თქმა უნდა ვოცნებობთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი „სოციალური პატრულის“ მომსახურება არავის დასჭირდეს, თუმცა სანამ ჩვენს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, სანამ ჩვენს ირგვლივ უამრავი შეჭირვებული ადამიანია, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ერთი წამითაც მოვდუნდეთ. პირიქით, ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას, რათა მან უფრო მეტი ჩვენი სოციალურად დაუცველი თანამოქალაქე მოიცვას“, – განაცხადა „ჩერნოვეცკის ფონდის“ დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები