სასამართლომ ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

2018 წლის მაისში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული რვავე ადამიანი პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება მიიღო 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ.

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის ერთი 19 წლის გოგო და კლუბ “გალერის” დაცვის უფროსია.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარლამენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

ღამის კლუბ „გალერის“ მუშაობის განახლების უფლება 22 მაისს მისცეს, თუმცა, მისმა ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ამაზე „ბასიანის“ სოლიდარობის გამო. ამ უკანასკნელს კი ლუქი 23 მაისს აეხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები