“დედას, რომელმაც სამებაში ჩვილი დატოვა, ფსიქიკური პრობლემები აქვს”

დედას, რომელმაც სამებაში ბავშვი დატოვა, აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა დაწერა. არქიმანდრიტის თქმით, ჩვილ გოგონაზე ბავშვის ნათესავები იზრუნებენ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ სასულიერო პირმა სამების საკათედრო ტაძარში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს დედა ახალდაბადებულ შვილს.

“დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა. ბავშვი მესანთლემ იპოვა მტირალი. 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია დადგინდება რა მოხდა”, – დაწერა არქიმანდრიტმა და სამების ტაძარში კედლის კამერებიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები