ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ამის შესახებ “კვირას” უწყებაში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორფოლოს პოლიგონის ტერიტორიაზე, გეგმიური სწავლების დასრულებისას ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა.
ის ახალციხეში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჯარისკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები