ახალგორელმა მწყემსმა, ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლა

ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. 4 წლის ბიჭი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დამარხული იყო, – ამის შესახებ „კვირას“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დამარხული ბავშვის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს ბრალდებულმა 19 წლის კობაურმა გუშინ, გვიან ღამით მიაწოდა.
როგორც „კვირას“ გამგებელმა განუცხადა, კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის და დუშეთში ცხვარს მწყემსავდა.
ამასთან, სეხნიაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ კობაურმა ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი შვილი სანადირო იარაღიდან გასროლით მოკლა.
მისივე თქმით, მომხდარ დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ცნობისათვის, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუშეთის რაიონში უცხოელ ტურისტებს ეძებდნენ.
მოგვიანებით, სააგენტო „რეგინფომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, გარდაცვლილები იპოვეს და მათ 4 წლის შვილს ეძებდნენ. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე მათი 4 წლის ვაჟი. რაიან სმიტის მანქანა გზის პირას ნახეს, მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრო ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები