ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

უკვე მესამე დღეა, მაშველები ხეობაში დაკარგულ 4 წლის ბავშვს ეძებენ. რამდენიმე მონაკვეთზე ტურისტებისთვის მოძრაობა შეიზღუდა. ხეობაში ჩავიდა დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილიც.

„ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მარნეულის რაიონში, წამოსული იყვნენ დასასვენებლად ხადას ხეობაში, კერძოდ, სოფელ წკერეზე, გაშლილი ჰქონდათ კარავი. შემდგომ, როდესაც ოჯახის ახლობელსა და ამ ოჯახს შორის სატელეფონო კავშირი შეწყდა, 112-ზე განახორციელეს ზარი და დაიწყო სამუშაოები, ამ ოჯახის საპოვნელად. 6 ივლისს ნაპოვნი იქნა ქალის ცხედარი, 7 ივლისს ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი,“- განაცხადა დუშეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები