შოთა ბუჩუკური: კერძო მევახშეებთან და ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეგულაციები სწორი და აუცილებელია

“კერძო მევახშეებთან და ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეგულაციები სწორი და აუცილებელია”, – ამის შესახებ ექსპერტმა შოთა ბუჩუკურმა განაცხადა.

ექსპერტის აზრით, ყოველწლიურად, მზარდი სტატისტიკის ფონზე, როდესაც ადამიანები ვერ იხდიან სესხებს და მერე რთულ ვითარებაში ვარდებიან, აუცილებელია, მთავრობამ მიიღოს ეს ცვლილებები, შესაბამისი რეგულაციები გატარდეს, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

“საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რის გამოც ძალიან ბევრ ადამიანს გაურთულდა ცხოვრება. IDFI-ის კვლევის თანახმად, მხოლოდ 2017 წელს, აუქციონზე 1695 უძრავი ქონება გაიყიდა, აქედან 1200-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი იყო. კრედიტორები ძირითადად, ბანკები და კერძო მევახშეები არიან. ხშირია შემთხვევები, როდესაც სესხის ვერდაბრუნების შემთხვევაში, კერძო მევახშეები მსესხებლებს ჩადებულ ქონებას ართმევენ, რაც მთლიანობაში, ძალიან ცუდად აისახება ამ ადამიანებზე და მათ ოჯახებზე. ერთი მხრივ, მათ უწევთ ძალიან რთული პირობებით სესხების აღება, ვგულისხმობ პროცენტს, რომელსაც ისინი აკისრებენ მსესხებლებს, მეორე მხრივ, საკმაოდ დიდია ჯარიმები და ხშირ შემთხვევაში, რამდენჯერმე აჭარბებს იმ გონივრულ რაოდენობას, რაც შეიძლება იყოს. ამასთან, მათ ჩადებული აქვთ უძრავი ქონება, რაც სესხის ვერდაბრუნების შემთხვევაში, მათ ქუჩაში ტოვებს. რეალურად, ეს არის ადამიანების გაწირვა. ამიტომ ეს რეგულაციები, რაც მევახშეებთან და ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით არის ინიცირებული, არის სწორი და აუცილებელი, რათა დარეგულირდეს ბაზარზე არსებული ქაოსური ვითარება“, – აცხადებს შოთა ბუჩუკური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები