თბილისში, ავარიის შედეგად 3 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა
თბილისში, დიღმის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი ყვითელი მიკროავტობუსია. საბედნიეროდ, მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანაქანის 3 მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ქალი და 2 -მამაკაცია. ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.
შემთხვევა დღეს დილით, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა ტრავმებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკასა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.