წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს -ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები დაფიქსირდა. სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.