პრეზიდენტის სიძე მეორედ დაჭრეს- მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი სამი ტყვია აქვს მოხვედრილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “imedinews” ვრცელებს.
გოგოჭური ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. იგი ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. დამნაშავის ვინაობა უცნობია.
გოგოჭურის დაჭრის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მინდია გოგოჭური მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები