ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხელველების ინფორმაციით, ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავმა „ნისანის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩლა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები