არჩილ თალაკვაძე: მამუკა ბახტაძის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის შესახებ უკვე ძალაშია
„დღეიდან, მამუკა ბახტაძის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის შესახებ უკვე ძალაშია“, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, მამუკა ბახტაძის ახალი ინციატივის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები წლიური ბრუნვის მხოლოდ 1%-ს გადაიხდიან.
„მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები წლიური ბრუნვის მხოლოდ 1%-ს გადაიხდიან.
ასევე, გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება და ბრუნვის ლიმიტი ნახევარ მილიონამდე გაეზარდა მცირე ბიზნესს. ეს არის ახალი ჟანგბადი მცირე ბიზნესისთვის, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური ზრდის პროცესში მეტ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ახლა, მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების, სტარტაპების და ბიზნეს-ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამები კიდევ უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახდეს.
საბანკო სექტორსაც შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესს უკეთესი პირობები შესთავაზოს, თუ დამატებითი საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება ამას, მზად ვართ განვიხილოთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.