კინოფესტივალზე – GOLDEN APRICOT ქართული ფილმები და პროექტები იქნება წარმოდგენილი
8-15 ივლისს, ერევანი ტრადიციულად უმასპინძლებს საერთაშორისო კინოფესტივალს Golden Apricot, სადაც ქართული ფილმები და პროექტები იქნება წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი “გამჭვირვალე სამყარო”. ფილმის ჩვენებები 10 და 13 ივლისს გაიმართება.
ფესტივალზე 10 და 11 ივლისს აჩვენებენ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმს “დედე”.
ქართული ფილმების გარდა, Golden Apricot ქართული ფილმების პროექტების პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს. კინოფესტივალის C2C მარკეტზე საკუთარ პროექტებს წარადგენენ სოფიო ჭინჭარაული, კონსტანტინე კალანდაძე, ბესიკ სოლომონაშვილი, ქეთევან ნოზაძე და რუსუდან პირველი.