არის თუ არა კანონდარღვევა, ბავშვების მიერ სანაპიროზე სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვა – შსს-ს წარმომადგენლის განმარტება

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, არის თუ არა კანონდარღვევა, როცა ზაფხულში არასრულწლოვნები სანაპიროზე სხვადასხვა პროდუქტს ყიდიან და ხდება თუ არა ასეთ ფაქტებზე რაიმე ფორმით რეაგირება, განაცხადა, რომ ეს თვითდასაქმების ერთ-ერთი ფორმაა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის.
„როცა ზღვის სანაპიროზე ბავშვები გამაგრილებელ სასმელებს, თუ სხვადასხვა ნივთს ყიდიან, ეს თვითდასაქმების ერთ-ერთი ფორმაა, სამართლებრივად, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის და პოლიციური კუთხით ჩარევა, ან რეაგირების მოხდენა, დაუშვებელია. თუ პირის მიმართ, ან თავად მის მიერ, ძალადობასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, სამართალდამცველი რეაგირებას ახდენს, მაგრამ თუ საქმე იძულებით შრომას, ექსპლუატაციას, ან ძალადობას არ ეხება, რეაგირების მოხდენა დაუშვებელია“, – განაცხადა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები