„ყინწვისის მონასტრის უნიკალურ მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება“

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ყინწვისის მონასტერში იმყოფებოდა. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ უნიკალურ კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. რამდნიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომ  ყინწვისის მხატვრობას საფრთხე ემუქრებოდა.
ანთიძის თქმით, სააგენტო ყინწვისის მონასტრის წარმომადგენლებს გაფრთხილებას და მითითებას გაუგზავნის.  დაზიანება საკმაოდ დიდის ხნისაა, და კონსერვაციაც თავის დროზე ჩატარებულია. ახალი დაზიანების კვალი არ ჩანს. თუმცა  გარკვეული ნივთები არის დასაწყობებული მხატვრობაზე, რაც ძალიან ცუდია, – აღნიშნავს ანთიძე.
„ასე არ უნდა იყოს. ამიტომ, მონასტერს შესაბამისი მითითება და გაფრთხილება მიეცემა, რომ კედელი გათავისუფლდეს და არ ჰქონდეს ამ მინაწყობ ნივთებს რაიმე ზეგავლენა მხატვრობაზე“, – განუცხადა „პირველ არხს“ ანთიძემ.
ყინწვისის ტაძრის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
ყინწვისის ტაძარი XIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ტაძარს კედლის მხატვრობა შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი მესამე, თამარ მეფე და ლაშა გიორგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები