სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

5 ივლისს, 20:30 საათზე, სასტუმრო „სტამბის“ ღია ამფითეატრში სოფო ბათილაშვილის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განიცხადეს, საქველმოქმედო კონცერტს სოფო ბათილაშვილი მაესტრო ზვიად ბოლქვაძესთან და ბენდ “ნიუტონთან” ერთად აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის მართავს. კონცერტის სპეციალური სტუმარია ნუკრი კაპანაძე. ასევე, მონაწილეობს აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა.
კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს გაუმასპინძლდებიან კომპანია “ბადაგონის” ცქრიალა ღვინით. კონცერტი 21.:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები