ნოდარ ხადური: დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს

  დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ქართულმა ლარმა პოზიციები დაახლოებით 8 პროცენტით შეასუსტა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში არის 20, 40 და 50-პროცენტიანი ვარდნაც.
“ჩვენთან სიტუაცია ნორმალურია, რადგან ბევრი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ”, – განაცხადა ხადურმა. მისივე თქმით, ლარის კურსის ვარდნა საწვავის ფასების ზრდაზე პროპორციულად არ უნდა აისახოს. “ნავთობი არ ძვირდება, შესაბამისად, ლარის კურსის გაუფასურებამ საწვავის ფასის პროპორციული ზრდაც კი არ უნდა გამოიწვიოს. შეიძლება, ფასი ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პროპორციული”,- აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები