არასამთავრობოების კოალიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
მესამე სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის დროებით შეჩერებას ითხოვს.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მათი მონაწილეობის გარეშე პროკურორის შერჩევის პროცესი ლეგიტიმური ვერ იქნება.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, მთავარი პროკურორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.
„მთავარი პროკურორის პოსტზე უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადამიანი, ამასთან ის არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან. ზუსტად, როდესაც დასახელდა მთავარი პროკურორის პოსტზე პოლიტიკურ ჯგუფთან დაახლოებული პირი, ჩვენ გვქონდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ის უნდა იყოს პროფესიონალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატარებდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, ცხადია, ის არის დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, – აცხადებს ეკატერინე გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები