„იკითხე სიმწვანეში“ – ეროვნული ბიბლიოთეკა შემოწირულ მცენარეებს ელოდება
6 ივლისს, 10:00 – 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ატარებს აქციას „იკითხე სიმწვანეში“.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ისინი მარო მაყაშვილის ბაღში (ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, გუდიაშვილის 7) ეპატიჟებიან ყველას, ვისაც უყვარს მცენარეები და თუნდაც თითო ქოთნის მცენარეს, ყვავილს, ნერგს, ბოლქვს და ა.შ. გაიმეტებს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის.
შემოწირული მცენარეები, ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ გამოცემებთან ერთად, განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ვაჟა-ფშაველას დარბაზში, რომელიც მის დაბადების დღეს, 14 ივლისს, გაიხსნება.
მცენარეების ნაწილი კი ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის ულამაზეს ბაღში და ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში დაიდებს ბინას.
აქციის ამსახველი ვიზუალური მასალა განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუქის გვერდზე.