ქემალ გაზიოღლუ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას მიმართავს

თურქი ინვეტორი ქემალ გაზიოღლუ აგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას მიმართავს. როგორც ცნობილია, იგი უშედეგოდ ცდილობს გაუმკლავდეს ბიზნესმენ კახაბერ ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ უკანონო ქმედებებს, რომელმაც წლებია, გააჩერა სამშენებლო პროექტი, რომელიც დედაქალაქში უნდა განხორციელებულიყო. ინვესტორი კახაბერ ჟორჟოლიანს და მის მაღალჩინოსან მფარველებს უკანო ქმედებებში ადანაშაულებს. ქემალ გაზიოღლუ მიიჩნევს, რომ მიმდინარე სასამართლო დავის დროს, გამოყენებული იყო ყალბი საექსპერტო დასკვნები, აქედან გამომდინარე, დღეს ბიზნესმენმა, ადვოკატთან ერთად, მთავარ პროკურატურას მიმართა საჩივრით, სადაც 6 კონკრეტულ კანონდარღვევაზეა ყუარდღება გამახვილებული. გაზიოღლუ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და საინჟინრო განყოფილების 4 ექსპერტის და თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები