კობა დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილს: დებილი ხარ და არაერთხელ ჩაგიდენია სიდებილე

ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგი გამართა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ, “კვირის აქცენტებში” გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დავითაშვილმა სააკაშვილი მწვავედ გააკრიტიკა.
„ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რატომ უნდა გამემხილა გინდაც ვალერი გელაშვილზე თავდასხმა მომემზადებინა, რა, დებილი ხომ არ ვარო. მინდა ვუთხრა – მიშა შენთვის დიდი მოულოდნელობით, მაგრამ დებილი ხარ! და არაერთხელ ჩაგიდენია სიდებილე. და გეტყვი თუნდაც ამ შენი გამოსვლის დროს, ჩაიდინე სიდებილე, ერთი დანაშაულის დაფარვის დროს, მეორე დანაშაული აღიარე. ის, რომ უკანონო ჩანაწერებს აწარმოებდი. დებილი ხარ აბა რა ხარ. და ამიტომ რაციონალური არგუმენტი, რომ დებილი ხომ არ ვარ და სისულელეს ხომ არ ჩავიდენდი – შენზე არ ვრცელდება, იმიტომ რომ უამრავი სისულელე გაქვს ჩადენილი და 7 ნოემბერი ერთი დიდი სისულელე იყო.“- განაცხადა დავითაშვილმა.
გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილზე 2006 წლის ივნისში მომხდარი თავდასხმის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები