გიორგი აბაშიშვილი: ვნახეთ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება

გუშინ, ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება.
მისივე თქმით, ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა.
“გუშინ, ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია. მან სრულიად შეგნებულად, თავად დათმო საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.
გუშინ, მან სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებებით პირველად მოითხოვა მოქალაქეობის აღდგენა, რაზეც რეაგირებაც შესაბამისია – ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა და მისთვის მოქალაქეობის დაბრუნება მოითხოვა.
„მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი, იმიტომ, რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები