ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, იმერეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები