გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები გეოგრაფია-გეოლოგიის დარგის სპეციალობის სტუდენტებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაეხმარებიან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გარემოს ეროვნული სააგენტოში ლექცია-სემინარებს დაესწრონ, რომელსაც სააგენტოს დარგის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სოხუმის უნივერსიტეტის შენობაში მეტეომზომი აპარატურის განთავსებას, რაც სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები