ხაშურში, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციიით, შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მას შემდეგ შევიდა, როდესაც მოქალაქემ, საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები