„მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის” – საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

 1-4 ივლისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) საქართველოს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ფორუმი – “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის” ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარიმართება, “კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018” – ის ფარგლებში ხორციელდება.
4- დღიანი ფორუმი პროექტის – “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის” საფუძველზე ხორციელდება და ის ICOM საქართველოს მიერ ICOM-ის ევროპის მუზეუმების რეგიონულ ალიანსთან (ICOM Europe Alliance) თანამშრომლობით შემუშავდა. ფორუმის ფარგლებში პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებისათვის 2- დღიანი ვორკშოპის ჩატარებას (3-4 ივლისი).
საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს მოხდეს 21-ე საუკუნის მუზეუმის როლის სწორად
გაცნობიერება და გაანალიზება საზოგადოების განვითარების საკითხებში. ფორუმი ფართო პუბლიკას გააცნობს მსოფლიო გამოცდილებას თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მისი სოციალური და ინკლუზიური ფუნქციის გამოწვევებისა და განვითარების საკითხებში, გაუზიარებს ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და უზრუნველყოფს დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელ-დისკუსიაში.
თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფორუმში მთავარი სპიკერის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ICOM-ის პრეზიდენტი ქ-ნი სუეი აქსოი.
ფორუმი 1-დღიანია და მასში მონაწილეობენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი; კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი; ასევე ICOM-ის საქართველოს,
აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.
ფორუმი 1 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 10:00 საათზე გაიხსნება.
მისამართი ა. ფურცელაძის 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები