საზარელი მკვლელობა გურიაში – ძმამ და მოკლა და ეზოში დამარხა (ვიდეო)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში საზარელი მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 78 წლის მამაკაცმა საკუთარი და მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა, რის შემდეგაც დის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
როგორც მეზობლები ყვებიან, ქალი 10 დღის წინ გაუჩინარდა. ის ბლაგვი საგნით არის მოკლული.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები