თბილისში ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისის ერთ-ერთ აუზზე ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები მუცლისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია . ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები