შს სამინისტრომ “ალბატროსის” შენობაში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

შპს „ალბატროსის“ შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, უწყებას 30 ივნისს ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა მიმართა. მისი განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა.

“30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა “ახალი ამბების” ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა. მისი განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “ალბატროსის” შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა.

გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ, ჟურნალისტის მომართვიდან რამდენიმე საათში, გადაუდებელი აუცილებლობით, დასახელებულ კომპანიაში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს”,- აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები