შს სამინისტრომ, 6 თვის განმავლობაში, 132 ძებნილი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. დააკავეს, რომელიც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2015 წლიდან იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 20 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 1956 წელს დაბადებულ მ.გ. კი მძიმედ დაჭრა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავეს, მათ შორის: ქურდობისთვის ძებნილი 41, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი – 2, თაღლითობისთვის ძებნილი – 15 , განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი – 3, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ძებნილი – 8, სხვისი ქონების მითვისებისთვის ძებნილი 8 და ყაჩაღობისთვის ძებნილი 1 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები