„თბილსერვის ჯგუფმა“ ნარიყალას ფერდობი დაასუფთავა და რუსთაველის გამზირი მორეცხა

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ზონა დაასუფთავა. ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა და დასუფთავდა ნარიყალა, ლეღვთახევი, აბანოთუბანი და მიმდებარე ტერიტორია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მოირეცხა რუსთაველის გამზირი.

„თბილსერვის ჯგუფი“ დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებებს, ე.წ. შაბათობებს ქალაქის სხვადასხვა რაიონში პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების ფარგლებში, ტურისტული ზონები, ფერდობები და ხევები სუფთავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები