რა წერია ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის ჩვენებაში-ირაკლიმ მითხრა, მესესხებინა მისთვის მეტი თანხა, რომელსაც უკან დამიბრუნებდა და ასევე, მომცემდა მოსაწევ ამფეტამინს

მუსიკალურ9 ჯგუფის – „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის მოტივი ნარკოტიკის შესაძენად გადახდილი 250 ლარია.
აღნიშნულ ფაქტს “ქრონიკის” მიერ მოპოვებული, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის, თამთა ჯაჯღავას ჩვენება ადასტურებს.
ჩვენებაში ნათქვამია, რომ ჯანჯღავამ ნოზაძეს 250 ლარი ასესხა და დაჰპირდა, რომ ვალთან ერთად, ნარკოტიკულ საშუალებას, მოსაწევ ამფეტამინს მისცემდა, თუმცა ნოზაძემ მას  არც ფული დაუბრუნა, არც დაპირებული მოსაწევი ამფეტამინი მისცა და დედის მისამართითაც აგინა.

“დამირეკა ირაკლი ნოზაძემ თავისი ნომრიდან, რომელიც ზეპირად არ მახსოვს და მითხრა, რომ დაითრია ფაქტი. მისამართზე უნდა წავიდე და ფულს ვკრავ, შენ რამდენი გაქვს, რომ მომცეო. აქვე მინდა ვთქვა, რომ არ ვიცი, ირაკლი რას გულისხმობდა წინადადებაში – “მისამართზე უნდა წავიდე”. მე ვუთხარი, რომ მქონდა 50 ლარამდე, თუმცა ირაკლიმ მითხრა, რომ თუ მეტი მქონდა, მესესხებინა მისთვის და უკან დამიბრუნებდა და ასევე, მომცემდა მოსაწევ ამფეტამინს. მე მას ვენდე და ვასესხე 250 ლარი, რის გამოც მე და ნათია მივბრუნდით ირაკლის სახლთან და სადარბაზოსთან მივაწოდე. ამის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 4 საათისთვის, მე მივხვდი, რომ აღარ მსურდა მიღება, რის გამოც დავურეკე ირაკლის და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ ჩემი ფული დაებრუნებინა, რადგან აღარ მსურდა ნარკოტიკი. აღნიშნულზე ირაკლიმ მიპასუხა, რომ იყო მისამართზე და დამირეკავდა, თუმცა გარკვეული პერიოდის გავლის შემდგომ, როდესაც აღარ დამირეკა, დავიწყე რეკვა მასთან, თუმცა არ მპასუხობდა, რაზეც ძალიან გავბრაზდი . ბოლოს, როდესაც მიპასუხა, როდესაც მას მოვთხოვე ან ფული დაებრუნებინა ან კიდევ მოსაწევი ამფიტამინი მოეტანა, ირაკლიმ მიპასუხა, რომ არც ერთი აღარ იყო და ასევე, მაგინა დედის მისამართით”,- წერია ბრალდებულის ჩვენებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს ბრალდებულებისა და დაზარალებულის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მომღერალსა და ქალს შორის ნარკოტიკების გამო არ დაწყებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ორ ქალს პატიმრობა შეეფარდა.
ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე, ცივი იარაღით დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 27 ივნისს მოხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები