ნიკოლოზ გაგუას თქმით, 30 ათასამდე კომპანიას, ჯამურად, 550 მლნ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერება
“დაახლოებით 30 ათას კომპანიას, ჯამურად, 550 მლნ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერება” , – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაგუამ განმარტა, ეს დავალიანებები 2011-2012 წლებში წარმოიშვა და ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული დავალიანებები ამ კომპანიების გაჩერების მიზეზი იყო.
“აღნიშნული ინიციატივით, კომპანიებს, რომლებსაც 2011 და 2012 წლებში დაერიცხათ საგადასახადო დავალიანებები და მას შემდეგ ისინი გაჩერებული არიან, აღნიშნულ კომპანიებს ეს დავალიანებები ჩამოეწერებათ“, – განაცხადა გაგუამ.