გოჩა ენუქიძე – ათასობით კომპანიისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს ეკონომიკას დაეხმარება

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა საგადასახდო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით, მისასალმებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკურ ბრუნვაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

„პრემიერის ინიციატივით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა დაახლოებით 30 000 კომპანიისთვის არის სწორი და დროული გადაწყვეტილება, რადგან ამ უსამართლო დავალიანებებმა უამრავი კომპანია შეიწირა. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ამ კომპანიების ეკონომიკურ ბრუნვაში დაბრუნებას, რაც ჩვენი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მცირე და საშუალო ბიზნესი ეს ის სექტორია, რომლის მცირერიცხოვანობას ყველა ხელისუფალი მისტიროდა, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არავინ იზრუნა მის განვითარებაზე. ათასობით კომპანიისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს ეკონომიკას დაეხმარება.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძლიერი და რაოდენობრივად ბევრი მცირე თუ საშუალო მეწარმე გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ამ ადამიანების დახმარებით, ხელისუფლება საქართველოს ეკონომიკას ეხმარება. ეს არის მისასალმებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები