თამთა ჯანჯღავა: „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა

„პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა, – ამის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა თამთა ჯანჯღავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლე მხარეებთან ერთად ჯანჯღავასა და საქმეზე დაკავებული მისი მეგობრის, ნათია თოფურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.
თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. დღესვ, ირაკლი ნოზაძე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები