ფონიჭალაში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3-ის N26 კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
„სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად დაისხა ბეტონის საფუძველი, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო. ასევე, განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ. მათი სწორი მიმართულებით მოტივირება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. რაიონში სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების გახსნა სწორედ ამას ემსახურება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
ზემო ფონიჭალის სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე, რომლითაც მოსახლეობა უკვე სარგებლობს, გამგეობის ბიუჯეტიდან 103 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები