თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ, და-ძმის პანაშვიდიდან ბრუნდებოდნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიისას გარდაცვლილი თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე, რამდენიმე დღის წინ ასევე ავარიით გარდაცვლილი და-ძმის პანაშვიდიდან ბრუნდებოდა.
როგორც “კვირას” სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები და დაშავებული მათი თანამშრომლები არიან. უწყების ცნობით, „შკოდას“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, მათი საკუთრებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამშრომლები ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
შეგახენებთ, რომ და-ძმა ლალი და თემურ მახარაძე, რამდენიმე დღის წინ ზესტაფონში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები