ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4559 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4531 ლარი ღირდა.
0.0090 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.8651 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8561 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები