ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ “ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” დადებული მემორანდუმი გაწყვიტა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი ცალმხრივად გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
„ბოლო დროს გამოიკვეთა რამდენიმე ორგანიზაცია და აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან რეორგანიზაციით გათავისუფლებულ ადამიანებთან ერთად, პირადი გამორჩენის მიზნით ცდილობენ სააგენტოსთვის ჩრდილის მიყენებას და მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, ყველა მიმდინარე და დაგემილი პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვინაიდან საზოგადოების აქტიური მონაწილეობა პროცესებს უფრო სრულყოფილს გახდის და ეს საბოლოო ჯამში ჩვენს დედაქალაქში ცხოველების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს თუ ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს ცხოველების მოვლა-პატრონობის პროცესში და სააგენტოსთან ერთად ზრუნავს მათზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები