როგორ ახასიათებენ მეზობლები “პიკასოს” დაჭრაში ბრალდებულს

“ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი სოლისტის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ორი პირი იდენტიფიცირებულია.
“კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 1989 წელს დაბადებული თამთა ჯანჯღავაა. მეზობლების დახასიათებით, ის და მისი მეგობარი მამაკაცი საკმაოდ არასასიამოვნო ხალხი იყო.
“ცოტა არასერიოზული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ეს გოგო და მისი მეგობარი მამაკაცი. გოგონა ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ვინ მოდიოდა ხოლმე მაგათ სახლში, კიდე ღმერთმა იცის. ძალიან არასასიამოვნო ხალხი იყო, ერთი ბებია ჰყავთ ნორმალური ადამიანი, ის უვლიდა ბავშვებს”,-აცხადებენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე, მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე „პიკასო“ დაჭრეს. ექიმის განცხადებით, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდა, მაგრამ ის კვლავ კრიტიკულად მძიმედ არის; პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი, რის შედეგადაც დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები