ასპინძაში, შეშით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორთან, შეშით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეშით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას საბურავი მოძვრა, რის შედეგადაც ამოტრიალდა.
მათივე თქმით, 58 წლის მამაკაცი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, უტარდება გამოკვლევები, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.