“პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა საკმაოდ ამბიციური რეფორმათა პაკეტით”

„დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში თანაბრად არ მონაწილეობს.
„საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა საკმაოდ ამბიციური რეფორმათა პაკეტით. რა თქმა უნდა, მათი დიდი ნაწილი ემყარება წარმატებული ეკონომიკების გამოცდილებას. მე რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანე. იმ მიმართულებებში, რომლებიც გვინდა ციფრულ ეკონომიკაში განვავითაროთ, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწიწლი შეიტანა ესტონეთის გამოცდილებამ. ჩვენ გაზიარებული გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, მაგრამ რა თქმა უნდა, შევეცადეთ, ჩვენი რეფორმების პაკეტი დღეს არსებული გამოწვევების მიხედვით მომზადებულიყო, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი – ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა გამოვასწოროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები