დღეიდან გორის გვირაბის ერთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდა

დღეიდან გორის გვირაბის ერთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდა, – ამის შესახებ “კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88–ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

2018 წლის 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები